თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში უქმეებზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები წვიმას 24 სექტემბრის დილამდე პროგნოზირებენ. მზე ზუსტად 07:00 საათზე ამოვა.
მცირე ნალექი მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. თუმცა, დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს — 17:00 საათისთვის ბათუმში მზიანი ამინდი იქნება.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი იქნება, მაქსიმალური კი +23 გრადუსამდე დაფიქსირდება. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი.
მზე ბათუმში ზუსტად 19:08 საათზე ჩავა.