თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, ბათუმში გამოიდარებს.
ბათუმში კვირას, 13 აგვისტოს ღამით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაგრამ დილით მზე გამოანათებს.
მზე 06:19 საათზე ამოვა და 20:16 საათზე ჩავა.
დღის განმავლობაში კარგი ამინდი შენარჩუნდება.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება გამთენიისას — +25 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური დღისით — +29 გრადუსი.
ქარი ბათუმში 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!