21:31 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ღრუბლიანი ამინდი

ამინდი საქართველოში: წვიმიანი უქმეები

© Sputnik / Alexander Imedashvili
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
12402

უქმეებზე სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე წვიმას პროგნოზირებენ.

შაბათი, 10 ივნისი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.  ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. 

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27. მაღალ მთაში იქნება 8-13 გრაუსი სითბო, დღისით — 17-22.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14-19 გრადუსი სითბო, დღისით — 28-33. მაღალ მთაში იქნება 5-10 გრადუსი სითბო, დღისით — 17-22.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 19 გრადუსი სითბო, დღისით — 32.

კვირა, 11 ივნისი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთში კი წამში 20-25 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14-19 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25. მაღალ მთაში იქნება 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 13-18.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14-19 გრადუსი სითბო, დღისით — 28-28. მაღალ მთაში იქნება 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 17-22.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით შეიძლება წამში 20-25 მეტრამდე გაძლიერდეს. ღამით იქნება 19 გრადუსი სითბო, დღისით — 27.

ორშაბათი, 12 ივნისი

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთში ქარი შეიძლება წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 13-18 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27. მაღალ მთაში იქნება 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, დღისით — 26-31. მაღალ მთაში იქნება 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23.

თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თუმცა, ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით შეიძლება წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს. ღამით იქნება 17 გრადუსი სითბო, დღისით — 29.


მთავარი თემები