ამინდი უქმეებზე: ხანმოკლე წვიმები და სეტყვა

© Sputnik.წვიმა თბილისში
წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უქმეებზე საქართველოში თბილი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქვეყნის ტერიტორიაზე გამოსასვლელ დღეებში ცვალებადი ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა.

შაბათი, 27 მაისი

  • დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ბარში ჰაერი 20-25 გრადუსამდე გათბება, მაღალ მთაში კი 12-17 გრადუსი იქნება.
  • აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა. დღისით ჰაერის ტემპერატურა ბარში იქნება 21-26 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში — 11-16 გრადუსი.
  • თბილისში დრო და დრო მოსალოდნელია მაღალი ღრუბლიანობა და ხანმოკლე წვიმები ელჭექით. დაუბერავს 10-15მ/წმ სიმძლავრის ქარი. დღისით ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება.

კვირა, 28 მაისი

დღისით მოღრუბლული ამინდი იქნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. უმეტეს რაიონებში ხანმოკლედ იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა. ქარის სიმძლავრე ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლოა 17-22 მ/წმ-მდე გაძლიერდეს.

  • დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია დღისით 9-14 გრადუსი სითბო, დღისით კი  17-22 გრადუსი.მაღალ მთაში ღამით პლუს 1-6, დღისით კი პლუს 12-17 გრადუსი იქნება.
  • აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერი 10-15 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით 21-26 გრადუსამდე. მაღალ მთაში ღამით პლუს 2-7 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 11-16 გრადუსი იქნება.
  • თბილისში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დაუბერავს 10-15მ/წმ სიმძლავრის ქარი, რომელიც დრო და დრო შესაძლოა 17-22 მ/წმ-მდე გაძლიერდეს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 14 გრადუსი სითბო, დღისით — 24 გრადუსი.

 

ყველა ახალი ამბავი
0