ამინდი: თბილისში +26 გრადუსი

© photo: Sputnikგოგონები თბილისის ერთ-ერთ კაფეში ყავას მიირთმევენ
გოგონები თბილისის ერთ-ერთ კაფეში ყავას მიირთმევენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები საქართველოში ხანმოკლე წვიმებს გვპირდებიან, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე გათბება.

სამშაბათი, 2 მაისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარი დასავლეთ საქართველოში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო აღმოსავლეთში — 8-13 მეტრი სიჩქარით.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 11-16 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 26-31. მაღალ მთაში ღამით იქნება 3-8, ხოლო დღისით — 20-25 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 9-14, ხოლო დღისით — 23-28 გრადუსი. მაღალ მთაში ღამე მოსალოდნელია 0-5, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე იქნება წამში 8-13 მეტრი. ღამით ჰაერი 11 გრადუსამდე, ხოლო დღისით — 26 გრადუსამდე გათბება.

ოთხშაბათი, 3 მაისი

ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვაც. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ზოგან შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 17-22. მაღალ მთაში ღამით იქნება 3-8, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 12-17, ხოლო დღისით — 18-23 გრადუსი. მაღალ მთაში ღამე მოსალოდნელია 4-9, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე იქნება წამში 10-15 მეტრი. ღამით ჰაერი 16 გრადუსამდე, ხოლო დღისით — 20 გრადუსამდე გათბება.

ყველა ახალი ამბავი
0