ამინდი საქართველოში: მოსალოდნელია წვიმა ელჭექით

გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში არამდგრად ამინდს გვპირდებიან, იწვიმებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მაღალ მთაში შესაძლებელია თოვლი.

ამინდი ხუთშაბათს, 13 აპრილს

დასავლეთ საქართველოში ღამით ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, დღისით კი უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი და ნისლი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დასავლეთში კი წამში 20-25 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 9-14 გრადუსი, ხოლო დღისით — 20-25; მაღალ მთაში ღამით იქნება 0 პლუს 5 გრადუსი, დღისით — 20-15 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 15-20; მაღალ მთაში ღამით იქნება ყინვა — 7-2 გრადუსი, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბო.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით 6 გრადუსი, ხოლო დღისით — 18 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

პარასკევი, 14 აპრილი

დასავლეთ საქართველოს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელი ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიც ნავარაუდებია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დროგამოშვებით ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, ზოგიერთ რაიონში კი წამში 20-25 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 9-14 გრადუსი, ხოლო დღისით — 12-17; მაღალ მთაში ღამით იქნება პლუს 1-6 გრადუსი, დღისით — 10-15 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, დღისით — 17-22; მაღალ მთაში ღამით იქნება 0 პლუს 5 გრადუსი, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს. ღამით 10 გრადუსი, ხოლო დღისით — 20 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0