ამინდი საქართველოში: ხანმოკლე წვიმები

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ტელეანძა
თბილისის  ტელეანძა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 24 გრადუსამდე აიწევს.

სამშაბათი, 11 აპრილი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთში კი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 0 — 5 გრადუსი, ხოლო დღისით — 10-15; მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 5-0, დღისით —3-8 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, დღისით — 11-16; მაღალ მთაში ღამით იქნება ყინვა — 8-3 გრადუსი, ხოლო დღისით — 3-8 გრადუსი სითბო.

თბილისში ხანმოკლე წვიმა იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით 3 გრადუსი, ხოლო დღისით — 14 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

ოთხშაბათი, 12 აპრილი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მთაში მოთოვს. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 19-24; მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 6-1, დღისით —12-17 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 15-20; მაღალ მთაში ღამით იქნება ყინვა — 6-1 გრადუსი, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო.

ღამით თბილისში ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 5, ხოლო დღისით — 18 გრადუსი სითბო.

ყველა ახალი ამბავი
0