ბზობის დღესასწაულზე საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბზობა
ბზობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბზობის დღესასწაულზე საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. სინოპტიკოსები ბზობის დღესასწაულზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერ ქარს პროგნოზირებენ, რომლის სიძლიერეც  ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში წამში 28 მეტრამდე იქნება. 

ბზა - Sputnik საქართველო
საპატრიარქო მოსახლეობას ბზის მოჭრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

მართლმადიდებლური სამყარო კვირას, 9 აპრილს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. იგი ერთ–ერთია 12 ძირითად მართლმადიდებლურ დღესასწაულთა შორის, რომელიც იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლას უკავშირდება.

სინოპტიკოსების ცნობით, ბზობაზე საქართველოში მოღრუბლული ამინდი იქნება, დღისით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, კვირას კი თოვლს ვარაუდობენ. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში  ქარის სიძლიერე  წამში 20-25 მეტრი იქნება, აღმოსავლეთში კი 28 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოში დღისით 7-12 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთში კი — 15-20 გრადუსი იქნება. თბილისში სინოპტიკოსები 15 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.


ყველა ახალი ამბავი
0