ამინდი საქართველოში: წვიმიანი უქმეები

© Flickr / Vadim Timoshkinწვიმიანი დღე
წვიმიანი დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უქმეებზე სინოპტიკოსები საქართველოში ხანმოკლე წვიმებსა და ჰაერის შედარებით ნაკლებ ტემპერატურას გვპირდებიან.

შაბათი, 1 აპრილი

დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ნისლი, მაღალ მთაში — თოვლი. დასავლეთში ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში — 10-15.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 5-10 გრადუსი სითბო, დღისით — 13-18; მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 2 — პლუს 3, ხოლო დღისით — პლუს 4-9 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 3-8 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 12-17; მაღალ მთაში ღამით — 6-1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო.

თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა, შესაძლებელია ნისლი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 6, ხოლო დღისით — 14 გრადუსი სითბო.

კვირა, 2 აპრილი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი; ღამით მცირე წვიმა იქნება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და დღისით — უმეტეს რაიონში. ქარის სიჩქარე მთელ საქართველოში წამში 8-13 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 11-16; მაღალ მთაში მოყინავს — 5-0 გრადუსი, ხოლო დღისით 5-10 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 9-14; მაღალ მთაში — მინუს 5-0, დღისით — პლუს 4-9.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროდადრო მოიმატებს ნისლიანობა. ღამით იქნება 7, ხოლო დღისით — 12 გრადუსი სითბო.

ორშაბათი, 3 აპრილი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და დროდადრო ღრუბლიანობის მომატება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 3-8, დღისით 15-20 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით იქნება ყინვა — 5-0, ხოლო დღისით — პლუს 10-15 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 1-6 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 11-16; მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 6-1, ხოლო დღისით პლუს 4-9 გრადუსი.

თბილისში ღამით და დილის საათებში მცირე წვიმა იქნება. ღამით ჰაერი 4 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით — 15-მდე.

ყველა ახალი ამბავი
0