ამინდი საქართველოში: ღრუბლიანი დღეები და ხანმოკლე წვიმა

გამოწერა
თბილისში ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ქარი - ჩადგება.

საქართველოში უახლოეს დღეებში მცირე ნალექი შენარჩუნდება, მაგრამ ქარი ჩადგება.

ხუთშაბათი, 30 მარტი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროდადრო მოსალოდნელია სუსტი ქარი და მომატებული ღრუბლიანობა, ძირითადად უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 0-5 გრადუსი, ხოლო დღისით — 18-23, მაღალ მთაში ღამით მოყინავს — 6-1 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 10-15 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 1 — პლუს 4 გრადუსი, დღისით — 18-23 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით 8-3 გრადუსი ყინვა იქნება, ხოლო დღისით — 10-15.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს სუსტი ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 3, ხოლო დღისით — 19 გრადუსი სითბო.

პარასკევი, 31 მარტი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ღამით მაღალმთიანეთში მოთოვს. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი ასევე მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ქარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წამში 10-15 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ამით მოსალოდნელია 5-10 გრადუსი სითბო, დღისით — 14-19. მაღალ მთაში ღამით 6-1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 2-7 გრადუსი, ხოლო დღისით — 16-21; მაღალ მთაში ღამით მოყინავს — 6-1 გრადუსი, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსამდე გათბება.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დროდადრო მოიმატებს ღრუბლიანობა. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსამდე, ხოლო დღისით — 19 გრადუსამდე გათბება.

ყველა ახალი ამბავი
0