ამინდი საქართველოში: თბილი და უნალექო ამინდი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახლები ძველ თბილისში
სახლები ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია სუსტი ქარი, ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის აღმოსავლეთით 17 გრადუსამდე შეიძლება აიწიოს.

ხუთშაბათი, 23 მარტი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოსალოდნელია მომატებული ღრუბლიანობა.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 1 პლუს 4, დღისით — 11–16 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 6–1, დღისით — პლუს 7–12.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 1 პლუს 4, დღისით — 12–17 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 8–3, დღისით — პლუს 2–7 გრადუსი სითბო.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარის ძალა წამში 8–13 მეტრს შეადგენს. ღამით პლუს 1 გრადუსი იქნება, დღისით — 15 გრადუსი სითბო.

პარასკევი, 24 მარტი

დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ქარი ქვეყნის ტერიტორიაზე წამში 8–13 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 0 პლუს 5, დღისით — 12–17 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 9–4, დღისით — პლუს 8–13.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 1–6, დღისით — 11–16 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 8–3, დღისით — პლუს 4–9 გრადუსი სითბო.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით მომატებული ღრუბლიანობა. ქარის ძალა წამში 8–13 მეტრს შეადგენს. ღამით პლუს 3, დღისით 15 გრაუსი სითბოა მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0