ამინდი საქართველოში: მოსალოდნელია თოვლი და 23 გრადუსი ყინვა

გამოწერა
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონში სინოპტიკოსების თოვლს გვპირდებიან, მაღალმთიანეთში ჰაერის ტემპერატურა მინუს 23 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს.

ამინდი ხუთშაბათს, 16 თებერვალს

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ითოვებს, მაღალ მთაში ქარბუქია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს. ქარის ძალა ქვეყნის ტერიტორიაზე წამში 17–22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 3 პლიუს 2, დღისით მინუს 2 — პლიუს 3. მაღალ მთაში ღამით 12–7 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით მინუს 8–3 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 9–4, დღისით 0–5 სითბო. მაღალ მთაში ღამით მინუს 18–13 იქნება, ზოგან მინუს 23, დღისით — 10–5 გრადუსი ყინვა.

თბილისში ღრუბლიანი და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროდადრო წამში 17–22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს. ღამით მინუს 4, დღისით 3 გრადუსი სითბო იქნება.

ამინდი პარასკევს, 17 თებერვალს

დასავლეთ საქართველოს ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დღისით ზოგიერთ რაიონში ითოვებს. მაღალ მთაში ქარბუქია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს. ქარის ძალა წამში 10–15 მეტი იქნება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 3 პლიუს 2, დღისით მინუს 1 — პლიუს 4. მაღალ მთაში ღამით 18–13 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით მინუს 8–3 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 7–2, დღისით მინუს 1 პლიუს 4 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მინუს 20–15 იქნება, ზოგან ჰაერის ტემპერატურა მინუს 28 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს, დღისით — 9–4 გრადუსი ყინვა.

თბილისში ღრუბლიანი და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით მინუს 5, დღისით 3 გრადუსი სითბო იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0