ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვები სამხედრო გზაზე

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო ავტომობილები გზაზე ზამთარში
სატვირთო ავტომობილები გზაზე ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უამინდობის გამო საქართველოს სამხედრო გზა სატვირთო ავტომობილებისთვის დაკეტილია.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ინტენსიური თოვის გამო საქართველოს სამხედრო გზაზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

„მოსკოვის დროით 10.45 საათიდან საქართველოში ამინდის გაუარესების გამო გზა დაკეტილია“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

სამხედრო გზაზე უამინდობის გამო სატრანსპორტო მოძრაობა ხშირად იზღუდება.

ყველა ახალი ამბავი
0