ამინდი საქართველოში: თბილისში თოვლია მოსალოდნელი

© Photo: сourtesy of Elizabeth Joudroსვანეთი ზამთარში
სვანეთი ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამინდი საქართველოში უახლოეს დღეებში საგრძნობლად გაუარესდება - ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი და მათ შორის - თოვლის სახით.

9 თებერვალი, ხუთშაბათი

დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში — თოვლი და ნისლი. დასავლეთში ქარის სიჩქარემ წამში შეიძლება 20-25 მეტრს მიაღწიოს, ხოლო აღმოსავლეთში — 17-22 მეტრს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 2-7 გრადუსი, დღისით — 9-14; მაღალ მთაში ღამით იქნება 6-1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 1-6 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 4 — პლუს 1, ხოლო დღისით — 0-5 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 8-3, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4 გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია ჭყაპი და ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 2, დღისით — 3 გრადუსი სითბო.

10 თებერვალი, პარასკევი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მთაში — მოთოვს. მოთოვს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებშიც, იქნება მოღრუბლული და ზოგან ნისლიანი ამინდი. ქარი დასავლეთში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთში — 8-13 მეტრი სიჩქარით.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 2-7, ხოლო დღისით — 3-8 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით 7-2 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით — მინუს 2 — პლუს 3.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 4 — პლუს 1 გრადუსი, ხოლო დღისით — 0-5 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით 15-10 გრადუსი ყინვა იქნება, ხოლო დღისით — მინუს 4 — პლუს 1.

თბილისში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, თოვლი და ნისლი. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 3 გრადუსი სითბო იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0