ამინდი: საქართველოში მოთოვს და აცივდება

© photo: Sputnikპირველი თოვლი თბილისში
პირველი თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის დაწევას გვპირდებიან, ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოთოვს.

28 იანვარი, შაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში — ქარბუქი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 4 — პლუს 1, ხოლო დღისით — მინუს 2 — პლუს 3 გრადუსი, მაღალ მთაში — ღამით მინუს 15-10, დღისით — მინუს 8-3.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 7-2, ხოლო დღისით — მინუს 2 — პლუს 3. მაღალ მთაში ღამით იქნება 15-10 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 9-4.

თბილისში მოსალოდნელია თოვლი და ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს. ღამით იქნება მინუს 2, ხოლო დღისით —  პლუს 1 გრადუსი.

29 იანვარი, კვირა

საქართველოს უმეტეს რაიონებში ასევე მოსალოდნელია თოვლი და მომატებული ღრუბლიანობა, მაღალმთიანეთში — ქარბუქი. დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 10-15 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია მინუს 3 — პლუს 2 გრადუსი, დღისით — მინუს 2 — პლუს 3. მაღალ მთაში ღამით 15-10 გრადუსი ყინვა იქნება, ხოლო დღისით — 8-3.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 6-1 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ხოლო დღისით — მინუს 2 — პლუს 3. მაღალ მთაში ყინვა 16-11 გრადუსს მიაღწევს, ხოლო დღისით 10-5 გრადუსი ყინვა იქნება.

თბილისში ღამით მოთოვს, იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება. ღამით იქნება მინუს 3, ხოლო დღისით — პლუს 1 გრადუსი.

30 იანვარი, ორშაბათი

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოთოვს, მაღალ მთაში ქარბუქია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია მინუს 5-0 გრადუსი, ხოლო დღისით — მინუს 3 — პლუს 2 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით ყინვა 17-12 გრადუსი, ხოლო დღისით — 10-5 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 7-2 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — მინუს 3 — პლუს 2. მაღალმთიანეთში ღამით იქნება 17-12 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 11-6.

თბილისში ღამით თოვაა მოსალოდნელი, ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით 4 გრადუსამდე მოყინავს, დღისით კი 0 გრადუსი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0