ამინდი საქართველოში: ნინოობის დღესასწაულზე თბილისში მოთოვს

© photo: Sputnik / Roman Denisov / გადასვლა მედიაბანკშიბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს თბილისში მოთოვს.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვლს გვპირდებიან.

მოთოვს თბილისშიც — პარასკევს, 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს.

ხუთშაბათი, 26 იანვარი

საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში — თოვლის სახით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიანეთში ქარბუქი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამითა და დღისით 1-6 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში მინუს 8-3, ხოლო დღისით — მინუს 6-1.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 4 — პლუს 1, ხოლო დღისით — 3-8 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 9-4 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 7-2.

თბილისში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის, ხოლო დღისით — იწვიმებს. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს. ღამით იქნება 0, ხოლო დღისით — 6 გრადუსი სითბო.

პარასკევი, 27 იანვარი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა, მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში დროდადრო 17-22 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 3 — პლუს 2 გრადუსი, ხოლო დღისით — პლუს 0-5. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 12-7, ხოლო დღისით — 7-2.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 5-0, დღისით — მინუს 1 — პლუს 4 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 13-8, ხოლო დღისით 10-5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

თბილისში მოსალოდნელია მცირე თოვლი, ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარის სიჩქარე დროდადრო წამში 17-22 მეტრს მიაღწევს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 0, ხოლო დღისით — 3 გრადუსი სითბო.

ყველა ახალი ამბავი
0