ამინდი საქართველოში: ახალ წელს თბილისი თოვლის გარეშე შეხვდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო თბილისი ღამით
საახალწლო თბილისი ღამით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ წელს საქართველოში თოვლი არ მოვა, ჰაერის ტემპერატურა თბილისში პლუს 9 გრადუსამდე აიწევს.

31 დეკემბერი, შაბათი

დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება; აღმოსავლეთში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მთაში თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლი. ქარის სიჩქარე დასავლეთში წამში 20-25-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში — 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 2-7 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 10-15; მაღალ მთაში ღამით მინუს 9-4, დღისით მინუს 1 პლუს 4 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 5-0, ხოლო დღისით — 5-10 გრადუსი სითბო, მაღალმთიანეთში ღამით 13-8 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — მინუს 3 — პლუს 2.

თბილისში დღის ბოლოს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ქარი წამში 8-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით მინუს 1, დღისით კი 6 გრადუსი სითბო იქნება.

1 იანვარი, კვირა

ღამით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება, დღისით უმეტეს რაიონებში წვიმა, მთაში თოვლი იქნება. ქარი ქვეყნის ტერიტორიაზე წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 10-15; მაღალ მთაში ღამით მინუს 8-3, დღისით მინუს 1 პლიუს 4 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 5-0, ხოლო დღისით — 6-11 გრადუსი სითბო, მაღალმთიანეთში ღამით 15-10 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — მინუს 2 — პლუს 3.

თბილისში დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა. ღამით მინუს 2, დღისით 9 გრადუსი სითბო.

2 იანვარი, ორშაბათი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. დღისით ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ნალექი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, ძირითადად თოვლის სახით. დღისით კი ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 7-12; მაღალ მთაში ღამით მინუს 9-4, დღისით მინუს 2 პლიუს 3 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 2 პლიუს 3 გრადუსი, ხოლო დღისით —5-10 გრადუსი სითბო, მაღალმთიანეთში ღამით 15-10 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — მინუს 4 — პლუს 1.

თბილისში ღამით შესაძლებელია მცირე წვიმა. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით იქნება მინუს 2, დღისით 8 გრადუსი სითბო.

ყველა ახალი ამბავი
0