16:23 26 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
დეკორატიული ქოლგა თბილისის ქუჩებში

ამინდი საქართველოში: ახალი წლის წინა დღეები ძირითადად უნალექოდ ჩაივლის

© Sputnik / Alexander Imedashvili
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
62 0 0

უახლოეს დღეებში ყველაზე მეტად დასავლეთ საქართველოში დათბება - ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები ახალი წლის წინ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდს გვპირდებიან.

ხუთშაბათი, 29 დეკემბერი

დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება; აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი და ნისლი. ქარის სიჩქარე დასავლეთში წამში 20-25, ზოგან 28 მეტრს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში — 10-15 მეტრს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 0-5 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 10-15; მაღალ მთაში ღამით მინუს 8-3, დღისით — მინუს 2 — პლუს 3.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 5-0, ხოლო დღისით — 2-7 გრადუსი სითბო, მაღალმთიანეთში ღამით 15-10 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — მინუს 3 — პლუს 2.

თბილისში ღამით 1 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ხოლო დღისით ჰაერი 4 გრადუსამდე გათბება.

პარასკევი, 30 დეკემბერი

მთელ საქართველოში დღე, ძირითადად, უნალექოდ ჩაივლის, იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა. დასავლეთში ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო აღმოსავლეთში წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 3-8 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 10-15; მაღალ მთაში ღამით მინუს 10-5, დღისით — 0-5 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 5-0, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო, მაღალმთიანეთში ღამით 12-7 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 0-5 გრადუსი სითბო.

თბილისში ღამით მოსალოდნელია მინუს ორი გრადუსი, ხოლო დღისით 12 გრადუსამდე დათბება.

შაბათი, 31 დეკემბერი

დასავლეთ საქართველოში, ძირითადად, უნალექო ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. ქარი დასავლეთში წამში 17-22 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, ხოლო აღმოსავლეთში — 15-15 მეტრი სიჩქარით.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 10-15; მაღალ მთაში ღამით მინუს 10-5, დღისით — 0-5 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 5-0, ხოლო დღისით — 4-9 გრადუსი სითბო, მაღალმთიანეთში ღამით მინუს 11-6, ზოგან 16 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4.

თბილისში დღისით მცირე წვიმა და ნისლი იქნება. ღამით 2 გრადუსამდე მოყინავს, ხოლო დღისით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება.

მთავარი თემები