ამინდი: დასავლეთ საქართველოში 13 გრადუსამდე დათბება

© photo: Sputnikქარიანი ამინდი
ქარიანი ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში მთელ საქართველოში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს გვპირდებიან, ქვეყნის დასავლეთში ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება.

27 დეკემბერი, სამშაბათი
მთელი საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდი იქნება, ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 10-15 მეტრს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთში — 8-15 მეტრს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 0 პლუს 5, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში — ღამით მინუს 9-4, ხოლო დღისით — პლუს 2-7.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 6-1, ზოგან — მინუს 12 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 2-7 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში მოსალოდნელია მინუს 10-5, ზოგან მინუს 19, ხოლო დღისით — მინუს 3 პლუს 2 გრადუსი.

თბილისში, ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და სუსტი ქარი. ღამით ტემპერატურა მინუს 2, ხოლო დღისით — 6 გრადუსი სითბო იქნება.

28 დეკემბერი, ოთხშაბათი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ხოლო მთაში — მოთოვს. ნალექია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, მთაში — თოვლი. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 1-6 გრადუსი, ხოლო დღისით — 4-9, მაღალ მთაში — ღამით 8-3 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — მინუს 2 პლუს 3.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 6-1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 5-10 გრადუსი სითბო, მაღალმთიანეთში ღამით მინუს 10-5 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 2 პლუს 3 გრადუსი.

თბილისში დღე, ძირითადად, უნალექოდ ჩაივლის, იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით 2 გრადუსამდე მოყინავს, ხოლო დღისით ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება.

ყველა ახალი ამბავი
0