ამინდი საქართველოში: ყინვა და უნალექო დღეები

© Photo: Courtesy of Denis Shapiroხედი ძველ თბილისზე
ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში თბილისში ღამით მინუს 6-3, ხოლო დღისით 3-5 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში უნალექო და ყინვიან ამინდს გვპირდებიან — დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში ჰაერის ტემპერატურა მინუს 20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში — მინუს 23 გრადუსამდე დაეცემა.

ხუთშაბათი, 22 დეკემბერი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ძირითადად, უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — 3-8 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება 20-15, ხოლო დღისით — 5-0 გრადუსი ყინვა.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია მინუს 8-3, ზოგან — მინუს 15, ხოლო დღისით — 2-7 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით — 20-15, ზოგან 23 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — მინუს 10-5 გრადუსი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება მინუს 6, ხოლო დღისით — 5 გრადუსი სითბო.

პარასკევი, 23 დეკემბერი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ძირითადად, უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 17-22 მეტრს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთში — 10-15 მეტრს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 5-0, ხოლო დღისით — 6-11 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება 13-8, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია მინუს 7-2, ზოგან — მინუს 13, ხოლო დღისით — 1-6 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით —15-10, ზოგან 19 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — მინუს 6-1 გრადუსი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება მინუს 3, ხოლო დღისით — 3 გრადუსი სითბო.

ყველა ახალი ამბავი
0