01:55 22 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
თეთნულდი

ამინდი საქართველოში: მთაში 25 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი

© Сайт "Горные лыжи в Грузии"
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
183 0 0

უახლოეს დღეებში მთელს საქართველოში აცივდება, მაღალმთიანეთში კი ტემპერატურა -25 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს.

15 დეკემბერი, ხუთშაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი, მაღალ მთაში ქარბუქი. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 2 პლიუს 3 გრადუსი იქნება, დღისით 0-5 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 14-9 გრადუსი, დღისით მინუს 7-2 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 8-3 გრადუსი იქნება, დღისით 0-5 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 15-10 გრადუსი, დღისით მინუს 9-4 გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია მცირე თოვლი და ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით მოსალოდნელია მინუს 4, დღისით კი პლიუს 1 გრადუსი.

16 დეკემბერი, პარასკევი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ძირითადად თოვლის სახით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 6-1 გრადუსი იქნება, დღისით 1-6 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 13-8 გრადუსი, დღისით მინუს 8-3 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 7-2 გრადუსი იქნება, ზოგან ტემპერატურა მინუს 15 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს, დღისით მინუს 1-პლიუს 4 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 18-13 გრადუსი, ზოგან მოსალოდნელია მინუს 25 გრადუსამდე, დღისით მინუს 10-5 გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით მოსალოდნელია მინუს 7, დღისით კი 1 გრადუსი სითბო.

მთავარი თემები