დიდთოვლობის გამო საქართველოში ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია

© FB / "Тбилсервис групп"თოვლი ავტომაგისტრალზე
თოვლი ავტომაგისტრალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

თბილისი, 2 დეკემბერი- Sputnik. ხუთშაბათს მოსულმა თოვლმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე  ზვავსაშიშროება შექმნა- იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

თოვლის და ლიპყინულის გამო, მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: თოვლი და ლიპყინული

უამინდობამ პრობლემები შექმნა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზეც. ნაქერალას უღელტეხილზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0