ამინდი: დასავლეთ საქართველოში +28 გრადუსი სითბოა

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში მთელი საქართველოს მასშტაბით უნალექო თბილი ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთში - 21-ს.

8 ნოემბერი, სამშაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთში, მათ შორის, თბილისში,  სუსტი ქარი იქროლებს, დასავლეთში კი სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, დღისით — 19-24; მაღალ მთაში ღამით მინუს 4, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 0-5 გრადუსი სითბო, დღისით — 14-19 გრადუსი სითბო იქნება. სინოპტიკოსები მაღალ მთაში ღამით 7-2 გრადუს ყინვას, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბოს პროგნოზირებენ.

თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. ღამით პლუს 5, ხოლო დღისით — 18 გრადუსი სითბო იქნება.

9 ნოემბერი, ოთხშაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება ცვალებადი მოღრუბლულობით. ქარის სიჩქარე დასავლეთში წამში 10-15 მეტრს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთში და მათ შორის თბილისში — სუსტი ქარი იქროლებს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 9-14 გრადუსი სითბო, დღისით — 21-26; მაღალ მთაში ღამით მინუს 4 — პლუს 1, ხოლო დღისით — 11-16 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 1-6 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21 გრადუსი სითბო იქნება; მაღალ მთაში ღამით 7-2 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თბილისში, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება, ღამით ჰაერი 5, ხოლო დღისით — 20 გრადუსამდე გათბება.

10 ნოემბერი, ხუთშაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება ცვალებადი მოღრუბლულობით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს, დროდადრო კი — 17-22 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია11-16 გრადუსი სითბო, დღისით — 23-28; მაღალ მთაში ღამით 0 — პლუს 1, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში იქნება ღამით 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით 1 — პლუს 4 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო.

თბილისში, ძირითადად,უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ცვალებადი მოღრუბლულობით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება; ჰაერი ღამით 8, ხოლო დღისით — 20 გრადუსამდე გათბება.

ყველა ახალი ამბავი
0