უნდა ატარონ თუ არა მოსწავლეებმა ფორმები? „Sputnik–საქართველოს" მკითხველთა მოსაზრება

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიბოლო ზარი
ბოლო ზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხაში მონაწილეთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მოსწავლისთვის მთავარი არა ფორმა, არამედ სწავლაა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. „Sputnik–საქართველოს" მკითხველთა უმეტესობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს ვებ-გვერდზე ონლაინ-გამოკითხვაში, მიიჩნევს, რომ მოსწავლეებმა ფორმები უნდა ატარონ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„პროფგანათლება უმუშევრობას დაძლევს“ - ბახტაძე სიახლის შესახებ

გამოკითხულთა 75,0% მიიჩნევს, რომ სკოლის ფორმა ბავშვს დისციპლინას აჩვევს. ამასთან, 3,6% თვლის, რომ მოსწავლისთვის მთავარი არა ფორმა, არამედ სწავლაა.

სკოლის ფორმის წინააღმდეგია გამოკითხვაში მონაწილეთა 7,1% – მათი აზრით, ფორმა ინდივიდუალიზმის გამოვლენას უშლის ხელს.

საქართველოს სკოლებში ფორმები დიდი ხანია აუცილებლობას არ წარმოადგენს, გამონაკლისი რამდენიმე კერძო სკოლაა.

საქართველოში ორშაბათს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოში 54,6 ათასი პირველკლასელი დარეგისტრირდა. სულ ქვეყნის სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 591,8 ათასს აღწევს.

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი მომავალი წლის 12 ივნისამდე გაგრძელდება, გამონაკლისი მეთორმეტე და პირველკლასელები არიან, რომლებიც სასწავლო წელს, შესაბამისად, 20 და 27 მაისს დაასრულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0