ევროპელების აზრი რუსეთის მხრიდან საფრთხის შესახებ გაიყო

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშილონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსაზრებას, რომ რუსეთს პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეჭრის გეგმა აქვს, ევროკავშირისა და აშშ-ის ქვეყნებში მამაკაცებს სჯერათ.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში რუსეთის მხრიდან შეჭრის შესახებ აშშ-ისა და ევროპელების მოსაზრება გაიყო, ასეთია „Sputnik.საქართველოს“ გამოკითხვის შედეგები.

რესპონდენტებს კითხვა დაუსვეს: „პირადად თქვენ ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ რუსეთს პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეჭრის გეგმა აქვს?“. ყველაზე მეტი დადებითი პასუხი აშშ-სა (55%) და დიდ ბრიტანეთში (43%) გამოკითხულმა რესპონდენტებმა გასცეს.

რუსეთის მხრიდან პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესაძლო შეჭრის არ სჯერათ იტალიასა (69% 21%-ის წინააღმდეგ) და გერმანიაში (60% 29%-ის წინააღმდეგ). საფრანგეთში რუსეთის მხრიდან საფრთხეს სკეპტიკურად უყურებენ რესპონდენტების 47%, ხოლო აღნიშნული მოსაზრების სჯერა 32%-ს.

მათი რაოდენობა, ვისაც ზემოთაღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, დიდ ბრიტანეთში 29%, აშშ-ში 26% და საფრანგეთში 21% შეადგინა.

ამასთან, რამდენადაც მაღალია საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მოსახლეობის განათლების დონე,  მით უფრო სჯერათ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის, ხოლო დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში კი პირიქით.

ყველა ამ ქვეყანაში ზემოთაღნიშნულ მოსაზრებას უფრო მეტად მამაკაცები ემხრობიან, ვიდრე ქალები — აშშ-ში 61% 50%-ის წინააღმდეგ, დიდ ბრიტანეთში 44% 41%-ის წინააღმდეგ, საფრანგეთში 35% 30%-ის წინააღმდეგ, გერმანიაში 32% 25%-ის წინააღმდეგ და იტალიაში 24% 19%-ის წინააღმდეგ.

გამოკითხვა ბრიუსელში ალიანსის სამიტის წინ საინფორმაცია სააგენტო და რადიო Sputnik-ვის კვლევითმა კომპანია Ifop-მა ჩაატარა.

საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში გამოკითხვა 21-25 აპრილის პერიოდში ჩატარდა, ხოლო აშშ-ში — 21-27 აპრილის პერიოდში. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 4 ათასზე მეტმა რესპონდენტმა.

ექსპერტის მოსაზრება

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის შეჭრის საფრთხე არ არსებობს, რამდენადაც ამისთვის საბაბი არ არსებობს.

„რეალური საფრთხისთვის რეალური საბაბია საჭირო.  საბაბად მაგალითად, შეიძლება ის გამხდარიყო, რომ იქ რუსულენოვანი მოსახლეობაა, რომელსაც ავიწროვებენ. პირველ რიგში, რუსულენოვანი მოსახლეობა პრეტენზიას არ გამოთქვამს და პრაქტიკულად, ბალტიისპირეთიდან სამშობლოში დაბრუნების სურვილი არავის გასჩენია. ყველამ, რატომღაც, იქ ცხოვრება გადაწყვიტა, თუმცა, ბევრმა მოქალაქეობა ვერ მიიღო. ასე, რომ რუსეთს პირდაპირი საბაბი არ აქვს. ეს ნაკლებსავარაუდოა“, — განაცხადა მამრაძემ.

მისი სიტყვებით, ნატო საქართველოსთან მიმართებით სიფრთხილეს იჩენს და რუსეთს გაღიზიანების საბაბს არ აძლევს. თუმცა, რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ინისი ალიანსის წევრები არიან და ვარშავასა და უელსის სამიტებზე უკვე გაცხადდა, რომ ნატო დაიცავს თავის წევრ-ქვეყნებს საგარეო აგრესიისგან.

„უკვე გადაწყვეტილია, რომ იქ არცთუ დიდი, სიმბოლური კონტინგენტი განთავსდება, მაგრამ მაინც  ეს ამერიკული ჯარის კონტინგენტია“, — აღნიშნა მამრაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0