„რასაც ჩვენ ვხედავთ, რეალობა არ არის“ – დემნა გვასალიამ ახალი კოლექცია წარადგინა – ვიდეო

© Photo: Bayoucool2 / Youtubeბალენსიაგას ჩვენება
ბალენსიაგას ჩვენება - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
6 ივნისს „ბალენსიაგამ“ 2022 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა. ჩვენება განსხვავებულ, საკმაოდ უცნაურ ფორმატში ჩატარდა. დეფილეში მხოლოდ ერთი მოდელი იღებდა მონაწილეობას. ელიზა დუგლასმა არაერთი საინტერესო „ლუქი“ მოირგო.

„რასაც ჩვენ ონლაინში ვხედავთ, რეალობა არ არის. რა არის ნამდვილი და რა არის ყალბი? ეს არის შოუ, რომელიც არასდროს შემდგარა“, – განაცხადა დემნა გვასალიამ გამოცემა, „ვოგისთან“ ინტერვიუში.

აპრილში ცნობილი გახდა, რომ „გუჩი“ და დემნა გვასალიას „ბალენსიაგა“ გაერთიანდა, „გუჩიმ“ ბრენდის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გამართა.

ყველა ახალი ამბავი
0