ცეკვა „რაჭული“ სეიშელის კუნძულებზე – ულამაზესი ვიდეო

© Photo: Georgian Stars / FBრაჭული სეიშელებზე
რაჭული სეიშელებზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
ცნობილი ქართველი მოგზაური სოსო ნებიერიძე სეიშელის კუნძულებს სტუმრობს. მოგზაურმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი ულამაზესი ბუნების ფონზე „რაჭულს“ ასრულებს.

კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკასთან, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილოეთით მდებარეობს. აფრიკის სანაპიროდან დაშორებულია 1600 კილომეტრით.

სეიშელის კუნძულები ტროპიკული მცენარეულობის სამშობლოა. ქვეყნის შემადგენლობაში შედის 100-ზე ცოტა მეტი კუნძული, მათგან მხოლოდ 33-ია დასახლებული. 2020 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 97 ათას ადამიანს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0