დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა ბავშვი გაიტაცა – სოციალურ ქსელში შემზარავი ვიდეო ვრცელდება

© Photo: Gogaggg / FBდიდ დიღომში ძლიერი ქარი
დიდ დიღომში ძლიერი ქარი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დააზიანა ძლიერმა ქარმა თბილისში, დიდ დიღომში მშენებარე კორპუსი. ხოლო ერთ-ერთ ეზოში ქარმა ბავშვი გაიტაცა.

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ქარმა მშენებარი სახლის ნაწილი ჩამოანგრია. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ძირითადად ფიქსირდება ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევისა და სახურავების გადახდის ფაქტები.

ყველა ახალი ამბავი
0