დედაქალაქში ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა და ასეთ ამინდში, როგორც ჩანს, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შესცივდათ კი არა, ვიდეოს ნახვისას „გააკანკალათ“ კიდეც.
მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი ცნობილი რეკორდსმენი, 74 წლის ჰენრი კუპრაშვილია, გოგონა კი მისი 32 წლის მოწაფე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის ლექტორი, პროექტის მენეჯერი ნინო ოდიშელიძე და როგორც სოციალურ ქსელში მოცურავე წერს, ისინი ზამთარ-ზაფხულ, ნებისმიერ ამინდში ყოველდღე დარბიან და შემდეგ ცურაობენ ლისის ტბაში.
„ზამთრის (ყინულჭრილში) ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ვარ, 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მინდა ოქროს მედლისათვის ვიბრძოლო, ხოლო ნინო პირველად ცდის ძალებს. ამას გაყინულ წყალში ვარჯიში სჭირდება, ჩვენთან ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ არის“, - წერს ჰენრი კუპრაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
სინოპტიკისები მომდევნო დღეებშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ.