მუსიკა, რომელიც კურნავს - „ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალისტ მარიამ ციმინტიას ახალი კლიპი

© Photo: Maria Cimintia MariLyn / FBმარია ციმინტია
მარია ციმინტია - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
ცნობილმა ქართველმა ნათელმხილველმა მარიამ ციმინტიამ ახალი კლიპი გამოუშვა – ეს სამკურნალო მუსიკაა. ნახეთ ვიდეო

მუსიკა, რომელიც კურნავს და ფსიქოლოგიურ ბლოკებს ხსნის – სწორედ ასე უწოდებს თავის შემოქმედებაში ახალ მიმართულებას ცნობილი ქართველი ნათელმხილველი, რუსული შოუ „ ექსტრასენსთა ბრძოლის“ მე–20 სეზონის ფინალისტი, შემსრულებელი მარიამ ციმინტია.

 „რამდენადაც მთლიანად ეზოთერიკაში გადავეშვი, ადამიანებს ბიოდენებით და როგორც ბევრი ამბობს, ჩემი ხმით ვმკურნალობ, იდეა გამიჩნდა სამკურნალო მუსიკის ალბომი შემექმნა. ალბომში თითოეული სიმღერა დაფუძნებული იქნება ადამიანის ცხოვრების ერთ კონრეტულ მდგომარეობასა ან მოვლენაზე და ეს კომპოზიციები ადამიანის ქვეცნობიერში გარკვეული ბლოკების „ამაღლებას“ შეუწყობს ხელს, – განაცხადა „Sputnik – საქართველოსთან“ ინტერვიუში მარიამ ციმინტიამ.

ციმინტიას მომავალი ალბომის სახელწოდება იქნება „ოკულუსი“, რაც ლათინურად „სარკეს“ ნიშნავს. „მარტო“ – ასე ჰქვია მის პირველ კომპოზიციას, რომელიც მარტოობის თემას ეძღვნება.

„სიმღერას საფუძვლად, რა თქმა უნდა, ჩემი განვლილი ცხოვრება უდევს, რადგანაც ჩემს ცხოვრებაში სიყვარულის მხრივ ბევრი იმედგაცრუება და მარტოობა იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მარტოსული ვარ. ამ სიმღერის შექმნაზე და საერთოდ, ჩემს მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია ჩემი მეგობრისა და კოლეგის, რეჟისორისა და ოპერატორის დენის ასლანოვის გარდაცვალებამ. ასე რომ, ეს სიმღერა მასზეცაა და მას ეძღვნება“, – განაცხადა ციმინტიამ.

კომპოზიციის მოსმენისას ბევრი ტირის, ამბობს მარიამი და თუ ასე არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ქვეცნობიერი ბლოკები აქვთ. მისი თქმით, სწორედ ამას მკურნალობს მუსიკა: ადამიანები ამ ბლოკებისგან თავისუფლდებიან და მათ ცხოვრებაში ნამდვილი გრძნობები იბადება.

სიმღერის ტექსტი და მუსიკა დენის კირიაკოვს ეკუთვნის, იდეა კი მაქსიმ კაზაევს. კლიპზე, რომელიც საქართველოში გადაიღეს, რეჟისორი კახაბერ შარტავა და ოპერატორი ლევან გაბაძე მუშაობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0