„ოხ შენი!..“ – მერაბ დვალიშვილის ნახტომი გაყინულ წყალში ცუდად დასრულდა – ვიდეო

© Photo: merab.dvalishvili / Instagramმერაბ დვალიშვილი დაშავდა
მერაბ დვალიშვილი დაშავდა - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მერაბ დვალიშვილის ნახტომი ტბაში იმდენად ცუდად დასრულდა, ნაკერების დადება დასჭირდა.

UFC-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იგი გაყინულ წყალში თავით ხტება. თუმცა მოულოდნელად წყლის ნაცვლად ტბაში ყინული დახვდა.

„რა კარგი დღეა და რა სულელური შემთხვევა მომივიდა“, – ამბობს მერაბი ვიდეოში.

სპორტსმენმა დაწერა, რომ როდესაც ხტებოდა, ეგონა, უბრალოდ თოვლიან წყალში გადაეშვებოდა, მაგრამ წყალი მთლიანად გაყინული დახვდა.

აღმოჩნდა, რომ დაზიანება სერიოზული იყო, ამიტომ სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა. სპორტსმენი ახლა თავს უკვე კარგად გრძნობს.

ყველა ახალი ამბავი
0