„რომ გათხოვდები, მზითევში მოგყვები...“ – შუშანა ბებოს ვიდეო, რომელიც სოცქსელებში აიტაცეს

© Photo: Shushana Bebo / FBშუშანა ბებო შვილიშვილს მზითვებში მიყვება
შუშანა ბებო შვილიშვილს მზითვებში მიყვება - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
არც ისე დიდი ხანია სოციალურ ქსელში შვილიშვილზე უზომოდ შეყვარებული შუშანა ბებოს ვიდეოები გამოჩნდა და ძალიან ბევრი ადამიანის სითბო და სიყვარული დაიმსახურა.

ქალი 84 წლისაა, განსაკუთრებით უყვარს წითელი ტუჩსაცხი, ფრჩხილის ლაქი და თავის მოვლა. მოყოლილი ისტორიები კი ერთნაირად თბილია ყველა ადამიანისთვის. ზოგს საკუთარი ბებო ახსენდება, ზოგიც გაოცებას ვერ მალავს, რომ ამ ასაკში თავს უვლის, მაკიაჟზე ზრუნავს და იმავეს სთხოვს შვილიშვილს - მარის.

ემოციებით სავსე ვიდეოებს ბევრი ადამიანი იწონებს და ყოველდღე ელიან მის გამოჩენას. ერთ-ერთ ვიდეოში ბებო მარის მეგობართან არ უშვებს და ეუბნება, რომ როცა შვილიშვილი გათხოვდება, თან უნდა გაჰყვეს მზითევში.

ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებლები ძალიან გაამხიარულა.

ყველა ახალი ამბავი
0