ნაძვის ხე ზარმაცებისთვის – პულტზე ერთი თითის დაჭერა და ის თავისით იწყობა – ვიდეო

© Photo: Cool FM / FBჯადოსნური ნაძვის ხე
ჯადოსნური ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველი წლის 31 დეკემბრამდე თითოეულ ოჯახში საახალწლო ნაძვის ხე ირთვება – ეს დღეს მთელი მსოფლიოსთვის ულამაზესი ტრადიციაა და მას თავისი ისტორია აქვს. ეს ვიდეო კი მათთვისაა, ვისაც ეს პროცესი ეზარება.

ვიდეოში ნაჩვენებია ნაძვის ხე, რომელიც პულტით იმართება. მის მოსართავად მხოლოდ ნაძვის ხის შეფუთვიდან ამოღებაა საჭირო, დანარჩენს თავად აკეთებს – იმართება, იზრდება სიმაღლეში, სიგანეში, ერთვება განათებები და ა.შ.

ცნობილია, რომ საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია სათავეს გერმანიიდან იღებს. კერძოდ, XVI საუკუნეში მარტინ ლუთერმა (გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. თავისი რეფორმისტული იდეების გამო კათოლიკური ეკლესიისგან განკვეთილი) შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე მთელ გერმანიაში ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა.

მოგვიანებით წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა. ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ევროპაში ფართოდ XVIII-XIX საუკუნეებში გავრცელდა. ბაფთები და ხილი ბამბამ და მუყაოსგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურებმა შეცვალა.

ახლა საახალწლო ნაძვის ხე ყველა ოჯახში ირთვება. ამერიკასა და ევროპაში ამ ცერემონიას ცოტა ადრე, კათოლიკური შობის დადგომამდე მართავენ. დიდი ხნის განმავლობაში მართლმადიდებლური ეკლესია ნაძვის ხეს კრძალავდა. 1916 წელს რუსეთში წმინდა სინოდმა ოფიციალურადაც კი აკრძალა ახალი წლის ღამეს მსგავსი დეკორაციის გამოყენება. მაგრამ დღევანდელ ეპოქაში ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია.

წლების განმავლობაში უფრო და უფრო იხვეწება ნაძვის ხის მოსართავი ატრიბუტები და იმ ტრადიციის გამო, რომლის თანახმადაც ყოველ წელს ახალი სათამაშო უნდა შეემატოს ნაძვის ხეს, ძველი სათამაშოები დავიწყებას მიეცა. ელექტრობამ მანათობელი გირლანდების შექმნის იდეა გააჩინა. ნათურები სანთლებზე გაცილებით მეტხანს ანათებენ და ვიზუალურადაც უფრო ეფექტურად გამოიყურებიან. მართალია, ნაძვის ხეზე თავდაპირველად კანფეტებსა და გამხმარ ხილსაც ჰკიდებდნენ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებამ შუშის და ფაიფურის ფიგურები შვა.

ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში მსოფლიოში მილიონობით ნაძვის ხე იყიდება. მსოფლიოში ცნობილი კომპანიები, მაღაზიები, სასტუმროები და მუზეუმები წლიდან წლამდე სადღესასწაულო ნაძვის ხეებს სიმდიდრეს და ორიგინალურობას მატებენ, თანაც ისე, რომ ზოგიერთი მათგანის ფასი მილიონობით დოლარს აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0