კორონავირუსზე ტესტის აღება ასეთი რთული თუ იქნებოდა, ვერავინ იფიქრებდა – ვიდეო

© Photo: Claudia Liebscher Zeusbambi / FBკაცის რეაქცია ტესტზე
კაცის რეაქცია ტესტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უტარებენ კაცს კორონავირუსზე PCR–ტესტს. მისი რეაქციები წარმოუდგენელია.

როგორც ჩანს, მედიკოსის მიერ ჩატარებული მანიპულაციები მამაკაცზე ძალიან მოქმედებს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის(FDA) თანახმად, მოლეკულური ტესტის (PCR–ტესტის) ჩატარება უმეტესწილად ცხვირის ან პირის ღრუს ნაცხის აღებით, ან, გარკვეულ შემთხვევაში, ნერწყვის სინჯით ხდება. 

RT-PCR მოლეკულური ტესტი არის ერთ-ერთი ტესტი, რომელიც ორგანიზმში კორონავირუსის არსებობის დასადგენად გამოიყენება, მას ოქროს სტანდარტსაც უწოდებენ. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) თანახმად, მისი საშუალებით აქტიური კორონავირუსის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი და ეს ტესტი მაღალი სიზუსტით გამოირჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0