ბუ, რომელიც ორ კატასთან ერთად ცხოვრობს – ყველაზე პოპულარული ფრინველი თბილისში – ვიდეო

© Photo: Indigo Fleur / FBგოგონა სახლში ბუს ზრდის
გოგონა სახლში ბუს ზრდის - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია ბუ სახელად „ნებულა“, რომელიც ფოტოგრაფმა ციცი ჩხეიძემ შეიფარა და ზრდის.

გოგონამ ბუს შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ჯგუფიდან შეიტყო, სადაც წერდნენ, რომ იპოვეს პნევმატური თოფით დაჭრილი ფრინველი და მას დახმარება ესაჭიროებოდა.

ციციმ ბუ ვეტერინართან წაიყვანა, სადაც ოპერაცია გაუკეთეს, დაზიანებული ფრთის ამპუტაცია გაუკეთეს. ამჟამად ბუ ციცისთან და ორ კატასთან ერთად ცხოვრობს.

სოციალურ ქსელში მისი პატრონი ხშირად აქვეყნებს „ნებულას“ ვიდეოებს, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0