„რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით...“ – როგორ შეჭამა გველმა ბაყაყი – ზურა ჯაფარიძის ვიდეო

© Photo: Zurab Girchi Japaridze / FBგველმა ბაყაყი შეჭამა
გველმა ბაყაყი შეჭამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში მის მიერ გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა.

პირველ ვიდეოში ჩანს, როგორ დასდევს გველი მის ეზოში ბაყაყს, ხოლო მეორეში ამბის ფინალია გადაღებული, როდესაც გველი ბაყაყს ჭამს.

„National Geographic-ის რეპორტიორობა შევითავსე ცოტა ხნით“, – დაწერა პოლიტიკოსმა.

ვიდეოებმა სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ზურას ეკითხებიან, რატომ არ იხსნა ბაყაყი განსაცდელისგან, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ ბაყაყი ვერა, მაგრამ გველი გადაარჩინა სიკვდილისგან, რომელსაც მთელი სოფელი ემუქრებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0