„ნახეთ როგორ მარცხდება ბოროტება...“ – ხათუნა ჟორდანიას და ზურა ხაჩიძის ცეკვა – ვიდეო

© Photo: Xatuna Jordania / FBხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე
ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოუბიზნესის ცნობილი სახეები დაბადების დღეზე ერთად შეიკრიბნენ. სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ლელა წურწუმია, მამულიჩა, რუსა მორჩილაძე, ზურა ხაჩიძე, ხათუნა ჟორდანია, ნინი ქარსელაძე ერთობიან, მღერიან და ცეკვავენ.

ერთ-ერთი ვიდეო გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ პიარ-სამსახურის წარმომადგენელმა ანა გოჩაშვილმა, სადაც ჩანს, როგორც ცეკვავს ხათუნა ჟორდანია ნინი ქარსელაძესთან ერთად.

როგორც ანა წერს, ყველამ ნახა თოქ-შოუ „პროფილი” და ხათუნა ჟორდანიას მძიმე სენის ისტორია, თუმცა ეს ვიდეო ცხადყოფს, როგორ მარცხდება ბოროტება, სახელად სიმსივნე.

გთავაზობთ ანა გოჩაშვილის სტატუსს:

„მერვე წუთიდან უყურეთ ამ ვიდეოს და ნახეთ, როგორ მარცხდება ბოროტება, სახელად სიმსივნე! ხათუნა ჟორდანია სულ მინდა ცეკვავდე და სულ მინდა იცინოდე! მინდა ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო იყო, იმსახურებთ შენ და ნინი!”

 

ყველა ახალი ამბავი
0