„ბავშვები ნელნელა მემატებიან“ – ასე აგრილებს ნანკა კალატოზიშვილი ეზოს ბავშვებს – ვიდეო

© Photo: Nanka Kalatozishvili / FBასე აგრილებს ნანკა კალატოზიშვილი ეზოს ბავშვებს
ასე აგრილებს ნანკა კალატოზიშვილი ეზოს ბავშვებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა შატბერაშვილის ქუჩაზე ეზოს ბავშვებს დღესასწაული მოუწყო. სოციალურ ქსელში ვიდეოს უამრავი გამოხმაურება აქვს.

თბილისის ზაფხულის სიცხისგან თავდასაცავად ნანკამ „ორიგინალურ“ ხერხს მიმართა – სასრიალოს თავში მოექცა, წყლით სავსე ჭურჭელი მოიმარაგა და ბავშვები რიგრიგობით გააგრილა.

„ბავშვები ნელნელა მემატებიან“, – წერს მსახიობი. როგორც ჩანს, „ინოვაციურმა“ მეთოდმა გაჭრა – ვიდეოში ჩანს, რომ გრილი სრიალის მოყვარულები ნელ-ნელა მრავლდებიან.

ვიდეოში ნანკას ვაჟი დანიელიც ჩანს, რომელიც მსახიობს ცნობილი კალათბურთელის ირაკლი კეიდიასგან ჰყავს.

ბიჭუნა დიდი პოპულარობით სარგებლობს და პერიოდულად ჩანს სხვადასხვა საბავშვო ბრენდის რეკლამებში.

ყველა ახალი ამბავი
0