„ხელები მეწვის, ექიმები ამას როგორ უძლებენ?!“ - ირაკლი იმნაიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

© Poto: Irakli Imnaishvili / FBირაკლი იმნაიშვილის მიმართვა
ირაკლი იმნაიშვილის მიმართვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან რეანიმაციაში იმყოფებოდა, ავრცელებს მიმართვას, თუ რა გართულებები მოჰყვა გადაღებაზე ყოფნას.

როგორც ვიდეომიმართვაში ირაკლი იმნაიშვილი ამბობს, ხელები ეწვის, რაც, სავარაუდოდ, ალერგიული რეაქციაა და ამის გამო ვერც ხელთათმანს იკეთებს და ვერც ხსნარით იმუშავებს. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი მედიკოსები თავდაუზოგავად არიან ჩაბმული. აღნიშნულის საჩვენებლად რამდენიმე დღის წინ ირაკლი იმნაიშვილმა „რუსთავი 2″-ზე შესაბამისი სიუჟეტი მოამზადა და საზოგადოებას ის მძიმე ყოფა აჩვენა, რომლის ატანაც მედპერსონალს ყოველდღიურად უწევს.

ყველა ახალი ამბავი
0