კობი ბრაიანტმა პიანინოზე დაკვრა ისწავლა, რათა მუსიკა მეუღლისთვის მიეძღვნა – ემოციური ვიდეო

© Photo: CanadianTonality / Youtubeკობი ბრაიანტი უკრავს
კობი ბრაიანტი უკრავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
41 წლის კალათბურთელი კობი ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესთან ახლოს მდებარე ქალაქ კალაბასასთან კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნას. სოციალურ ქსელში კალათბურთელის უამრავი ვიდეო და ფოტო ვრცელდება.

ერთ-ერთია ეს ვიდეო, სადაც აღწერაში მითითებულია, რომ კობი ბრაიანტმა სპეციალურად ისწავლა პიანინოზე დაკვრა, რათა ცნობილი ნაწარმოები „მთვარის სონატა“ საყვარელი მეუღლისთვის მიეძღვნა.

ამერიკული მასმედიის ინფორმაციით, კობი ბრაიანტთან ერთად მისი ქალიშვილი, 13 წლის ჯიჯიც დაიღუპა. კობი ბრაიანტს დარჩა მეუღლე ვანესა და სამი ქალიშვილი – ნატალია, ბიანკა და კაპრი, რომელიც ახლახან, 2019 წლის ივნისში დაიბადა.

კობი ბრაიანტი აღიარებულია კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად. ის 20 წლის განმავლობაში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. მოგებული აქვს NBA-ს ხუთი ჩემპიონატი და 18 All Star-ის მონაწილე იყო. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, NBA-ში თამაში 18 წლის ასაკში დაიწყო და კარიერა 2016 წელს დაასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0