ვინ არის ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც ბერ ნიკოლოზს დაჰყვება – ვიდეო

© photo: Сocxali wmindanebi / Youtubeბერი ნიკოლოზი და მისი მრევლი
ბერი ნიკოლოზი და მისი მრევლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ მაქარაშვილი მდუმარებაშია და გარეთ იშვიათად გადის, თუმცა ხალხი 24-საათიან რეჟიმში დგას მის სახლთან. მიუხედავად იმისა, რომ სამღვდელო საქმიანობა რამდენიმე ათეული წლის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუწყდა, ის დღემდე მდუმარებაშია და სალოსობს.

ბერი ნიკოლოზის სასწაულების უამრავ ცნობილ ადამიანს სჯერა, ვინც მისი მრევლია, თუმცა ამას საიდუმლოდ ტოვებენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეორგოლი, სადაც ბერ ნიკოლოზს, სხვებთან ერთად, ცნობილი ქართველი მომღერალი დათო არჩვაძეც უმღერის. რამდენიმე დღის წინ მარჯანიშვილის თეატრში მრევლმა მას საღამოც მიუძღვნა. ბერმა ნიკოლოზმა ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლო, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ამტკიცებენ, რომ ბერი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სასწაულის ძალით გამოისახა.

ყველა ახალი ამბავი
0