„ესეც ჩვენი ყბაჩამსხვრეული ჰასკი“ – ჭოპორტში სასტიკად ნაწამები ძაღლის ვიდეო

© Photo: mama sebastiane neparidze / Fbჰასკმა ჭამა დაიწყო
ჰასკმა ჭამა დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძაღლი, რომელიც ჭოპორტში სასტიკად აწამეს, გამომჯობინდა და ჭამა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სასულიერო პირი მამა სებასტიანე (ნეფარიძე) ავრცელებს, რომელმაც სასიკვდილოდ განწირული ძაღლი თავშესაფრიდან წაიყვანა და მასზე მზრუნველობდა.

„ესეც ჩვენი ყბაჩამსხვრეული ჰასკი“, – ასეთი დასათაურება ახლავს ვიდეოს, რომელშიც ასახულია როგორც ჭამს საკვებს დაშავებული ძაღლი.

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რამდენიმე დღის წინ ჭოპორტის მცხოვრებმა კაცმა თავის თანამზრახველთან ერთად ჰასკის ჯიშის ძაღლი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.

ყველა ახალი ამბავი
0