„იქნებ თავის მოკვლა მინდა“ - ქალი კუსტარულად დამონტაჟებულ დანადგარზე - ვიდეო

© Photo: Kaztransgas -Tbilisi / FBმეამბოხე ქალი
მეამბოხე ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის მაისში, დედაქალაქის მასშტაბით, განმეორებითი შემოწმების შემდეგ 3828 აბონენტს ქსელიდან მოეხსნა ღია კამერიანი აკრძალული წყლის გამაცხელებლები, ე.წ. კალონკები.

ყველაზე მეტი დარღვევა სამგორის რაიონში დაფიქსირდა, სადაც სპეციალისტებმა 891 აბონენტს განმეორებით ჩაუჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი, ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი. მათ ერთხელ უკვე ჩაჭრილი ჰქონდათ მკვლელი გაზდანადგარები, თუმცა თვითნებურად დააერთეს ქსელზე, რითაც საფრთხე შეუქმნეს როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე კორპუსში მცხოვრებ სხვა ადამიანებსაც.

ისანსა და ვაზისუბანში 605 აბონენტს ჩაუჭრეს მკვლელი დანადგარი ქსელიდან, გლდანში - 427-ს, სანზონაში- 374-ს, ჩუღურეთში - 269-ს, დიდუბეში - 249-ს, საბურთალოზე - 231-ს, კრწანისში - 227-ს, ნაძალადევის რაიონში 138 მკვლელი დანადგარი ჩახსნეს ქსელიდან, ნუცუბიძეზე - 103, მთაწმინდაზე - 125, დიღომში - 98, ვაკეში - 75 და წყნეთში - 16.

თქვენ სწორედ იმ ვიდეომასალას უყურებთ, რომელიც განმეორებითი შემოწმებისას არის გადაღებული. ერთ-ერთი აბონენტი კი, რომელიც სპეციალისტებს არ აძლევდა უფლებას, ქსელიდან ჩაეჭრათ კუსტარულად დამონტაჟებული ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი, ამბობს, რომ მას აქვს უფლება, სახლში ჰქონდეს მკვლელი დანადგარი.

ყველა ახალი ამბავი
0