„ჩამოვუქროლებ ჩემ საქართველოს“ – მამა ნიკოლოზს მისი მრევლი კორპუსის წინ უმღერის – ვიდეო

გამოწერა
სოციალურ ქსელში პოპულარული ხდება ვიდეო, სადაც ერთი რელიგიური ჯგუფი საცხოვრებელ კორპუსთან მღერის.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს მისი მრევლი საცხოვრებელ სახლთან უმღერის სიმღერას „ჩამოვუქროლებ ჩემ საქართველოს“.

ვიდეოს გვერდი „წმინდა მამა ნიკოლოზის მრევლი“ ავრცელებს.

ნიკოლოზ მაქარაშვილი თავისი მრევლის წრის მიღმა საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც გამრეკელის ქუჩაზე საცხოვრებელთან დაკავშირებით სახლის მფლობელთან დავის გამო მისულ პოლიციასთან მისი და მისი მრევლის დაპირისპირება მოხდა.

საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ცნობით, ნიკოლოზ მაქარაშვილი იყო მღვდელ-მონაზონი და საპატრიარქომ ის 1994 წელს ილია მეორის მითითებით დააყენა მღვდელ-მონაზვნობიდან. დაყენება ნიშნავდა, რომ ჩამოართვეს მღვდელმსახურების უფლება, მას არ აქვს შვიდი საიდუმლოს შესრულების უფლება და ის ამ აკრძალვას ემორჩილება.

ყველა ახალი ამბავი
0