ავტომობილისტი ქვიშის ქარიშხალში მოხვდა და საოცარი ვიდეო გადაიღო

© photo: BroadHeart Archery / Youtubeავტომობილისტი ქვიშის ქარიშხალში მოყვა და გადაიღო საოცარი ვიდეო
ავტომობილისტი ქვიშის ქარიშხალში მოყვა და გადაიღო საოცარი ვიდეო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვიშის ქარიშხლები ავსტრალიაში არც ისე იშვიათია, მაგრამ ქალაქ მილდიურის მკვიდრებმა ასეთი სიმძლავრის ბუნებრივი კატაკლიზმი ბოლოს ნახევარი საუკუნის წინ იხილეს

ქვიშის ქარიშხლები ავსტრალიაში არც ისე იშვიათია, მაგრამ ქალაქ მილდიურის მკვიდრებმა ასეთი სიმძლავრის ბუნებრივი კატაკლიზმი ბოლოს ნახევარი საუკუნის წინ იხილეს.

დღე ღამემ წამებში ჩაანაცვლა, და მამაკაცი აპოკალიპტური ფილმის გმირად იქცა.

ეს სანახაობრივი ვიდეო გადაღებულია ავსტრალიაში, სადაც ქვიშის ქარიშხლები ჩვეული მოვლენაა. კადრებში ჩანს, თუ როგორ მიემართება ავტომობილისტი ქვიშის უზარმაზარი კედლისკენ. როგორც კი ის კატაკლიზმის ცენტრს უახლოვდება, მომენტალურად ბნელდება. რაც უფრო შორს მიდის მამაკაცი, მით უფრო რთულდება სიტუაცია, ხილვადობა კი ნულს უტოლდება. ერთ მომენტში ავტომობილისტი ცოტა ხნით ჩერდება, უკეთ აკვირდება სიტუაციას და განაგრძობს ისევ გადაადგილებას.

ყველა ახალი ამბავი
0