ფრინველმა სახლის ფანჯარაზე კვერცხები დადო - ვიდეო ადამიანურ სიკეთეზე

© photo: World Wide Wеb / Youtubeფრინველმა სახლის ფანჯარაზე კვერცხები დადო - ვიდეო ადამიანურ სიკეთეზე
ფრინველმა სახლის ფანჯარაზე კვერცხები დადო - ვიდეო ადამიანურ სიკეთეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერნეტის მომხმარებლები ამ შემთხვევით დაინტერესდნენ და ბევრი მათგანი გულდასმით აკვირდებოდა ისტორიის გაგრძელებას

ინტერნეტის მომხმარებლები ამ შემთხვევით დაინტერესდნენ და ბევრი მათგანი გულდასმით აკვირდებოდა ისტორიის გაგრძელებას

მამაკაცს, რომელიც მივლინებაში იმყოფებოდა, საინტერესო ისტორია გადახდა. მას სახლში მეტად უჩვეულო, და თან დაუპატიჟებელი სტუმრები ელოდნენ.

ვიდეოს ავტორის თქმით, ის შვებულებაში იყო და როდესაც დაბრუნდა, მას სურპრიზი დახვდა - ფანჯრის რაფაზე გრძელ და დიდ ქოთანში ბუ დასახლდა, რომელმაც კვერცხების დადებაც მოასწრო.

ამ მამაკაცის ადგილზე, ალბათ ბევრი მოიშორებდა თავიდან ფრინველს, თუმცა ვიდეოს ავტორმა გადაწყვიტა სტუმრებს საკვებით გამასპინძლებოდა. თავიდან ფრინველს ეშინოდა და ფრთხილად აკვირდებოდა მამაკაცს, მაგრამ საკვების მიღების შემდეგ ბუ უფრო მეტად ენდო ვიდეოს ავტორს.

ფორუმზე, სადაც ვიდეო გამოქვეყნდა, მომხმარებლებმა მასპინძელს ურჩიეს სპეციალისტებისათვის მიემართა, რათა ბუ სწორად გამოეკვება, რაზეც მან უპასუხა, რომ უკვე იზრუნა ამაზე.

ყველა ახალი ამბავი
0