რა მოხდება, ადამიანებმა ერთმანეთის ტვინში რომ ჩაიხედონ? — შემეცნებითი ვიდეო

CC BY 2.0 / Canadian Film Centre / The Quetzalგაჯეტი ვიდეოთამაშებისათვის
გაჯეტი ვიდეოთამაშებისათვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტვინი სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამოუხსნელი ფენომენია. ადამიანმა მისი გამოკვლევა დიდი ხნის წინ დაიწყო, რასაც ახლაც განაგრძობს

ადამიანის ტვინი სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე რთული, ამოუხსნელი და შეუსწავლელი ფენომენია, მიუხედავად იმისა, რომ მისი კვლევა დიდი ხნის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.

უკვე მრავალი წელია, მეცნიერები სხვადასხვა მოწყობილობებით ცდილობენ ტვინთან პირდაპირი კავშირის დამყარებას. იაპონელმა გამომგონებლებმა 21-ე საუკუნის დასაწყისში ძილის აპარატიც კი შექმნეს, რომლის მეშვობითაც ადამიანს ექნებოდა საშუალება ენახა სიზმრად ის, ვისი ნახვაც სურდა. თუმცა პროექტი მალევე ჩავარდა.

ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია სურვილი, წაეკითხა სხვისი აზრები, ან გაეზიარებინა საკუთარი ფიქრები და გრძნობები ისე, რომ ირგვლივ მყოფებს ვერაფერი გაეგოთ. 

რა მოხდება, თუ ადამიანი საბოლოოდ მაინც შეძლებს დაუკავშირდეს ტვინს? უამრავ ახალ აღმოჩენასთან ერთად, შესაძლოა, უარყოფითი შედეგებიც ვიხილოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0