მამაკაცის რეაქცია, რომელსაც შვილმა საოცნებო ავტომობილი აჩუქა – გულისამაჩუყებელი ვიდეო

CC0 / Pixabay / მამაკაცის რეაქცია, რომელსაც შვილმა საოცნებო ავტომობილი აჩუქა - გულისამაჩუყებელი ვიდეო
მამაკაცის რეაქცია, რომელსაც შვილმა საოცნებო ავტომობილი აჩუქა - გულისამაჩუყებელი ვიდეო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერნეტში საკმაოდ გავრცელებულია გულისამაჩუყებელი ვიდეოები, რომლებიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება

ინტერნეტში საკმაოდ გავრცელებულია გულისამაჩუყებელი ვიდეოები, რომლებიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ყველა მშობელის სურვილია, შეუქმნას საკუთარ შვილებს პირობები, რაც მათ ცხოვრების ლაღად გატარებაში შეუწყობს ხელს. შვილებიც, თავის მხრივ, ცდილობენ აჩუქონ მშობლებს ის, რაც მათ ყოველთვის აკლდათ.

კადრებში ჩანს, როგორ მიჰყავს თვალებახვეული მშობლები მამაკაცს წითელი ავტომობილისკენ, რომელზეც მამა დიდხანს ოცნებობდა. როდესაც მათ სახიდან ნიღაბს ხსნიან, შოკირებულები ვერ ხვდებიან, თუ რა ხდება, მაგრამ მალევე მამას ვაჟი საჭის ემბლემაზე შეხედვას სთხოვს, რაზეც მამაკაცს სიხარულისგან ცრემლები მოსდის და გარკვეული ხანი ხმის ამოუღებლად ტკბება საჩუქრით. მას ალბათ არასდროს დაავიწყდება ის განცდა, რაც შვილის ძვირფასმა საჩუქარმა მიანიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0