თეთრმა ვეშაპმა გოგონას ოკეანეში ჩავარდნილი iPhone დაუბრუნა – გასაოცარი ვიდეო

© photo: isa.opdahl / Instagramთეთრმა ვეშაპმა გოგონას ოკეანეში ჩავარდნილი iPhone დაუბრუნა - გასაოცარი ვიდეო
თეთრმა ვეშაპმა გოგონას ოკეანეში ჩავარდნილი iPhone დაუბრუნა - გასაოცარი ვიდეო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში

ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ვეშაპის ახლოდან ნახვისა და მისი მოფერების სურვილი ტელეფონის წყალში ჩავარდნით დასრულდა, თუმცა ჭკვიანმა ცხოველმა ყველა გააოცა.

ეს საინტერესო კადრები ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტშია გადაღებული. ვიდეოს ავტორის თქმით, ის მეგობრებთან ერთად წავიდა თეთრი ვეშაპის სანახავად. მისი წყალში დანახვის დროს გოგონა დაწვა, რათა ახლოდან ენახა და მოფერებოდა ვეშაპს, თუმცა ქურთუკის ჯიბის შეკვრა დაავიწყდა და სმარტფონი წყალში ჩაუვარდა.

ყველასთვის გასაკვირად ვეშაპმა ჩაყვინთა, ტელეფონი დაიჭირა, ისევ ზემოთ ამოცურა და გოგონას სმარტფონი დაუბრუნა. რა თქმა უნდა, წყალმა მოწყობილობა დააზიანა, თუმცა გოგონამ აღნიშნა, რომ თეთრ ვეშაპთან შეხვედრიდან მხოლოდ დადებითი ემოციები მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0