ძაღლმა პირველად გასინჯა ლიმონი და საოცარი რეაქცია ჰქონდა – სახალისო ვიდეო

© photo: Rumble Viral / Youtubeძაღლმა პირველად გასინჯა ლიმონი და საოცარი რეაქცია ჰქონდა - სახალისო ვიდეო
ძაღლმა პირველად გასინჯა ლიმონი და საოცარი რეაქცია ჰქონდა - სახალისო ვიდეო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ცნობისმოყვარე ცხოველი თავის ხელში აყვანას კი ცდილობს, მაგრამ ლიმონიც ძალიან მიმზიდველად გამოიყურება მისთვის. თუმცა მისი გასინჯვის შემდეგ ძაღლის რეაქცია მართლაც საოცარია.

კადრებში ჩანს, როგორ უჭირავს მამაკაცს ხელში ლიმონის ნაჭერი, ძაღლი კი, რომელიც ნუგბარის მიღებაზე ოცნებობს, უკანა თათებზე დგება და ცდილობს ლიმონის ნაჭერს მიწვდეს. თუმცა როდესაც მამაკაცმა საკუთარ ოთხფეხა მეგობარს ლიმონი მისცა, მან პირიდან გადმოაგდო და გაკვირვებულმა დაუწყო ყურება ამ უცნაურ ნივთს. ერთი მხრივ ძაღლს ძალიან აინტერესებს, თუ რა არის ეს ყვითელი რაღაც, მეორე მხრივ კი – გემო არც ისე კარგია, და ეს ყველაფერი ცხოველურ პოზიტიურ რეაქციას იწვევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0